ისრაელის არმიამ ღაზას სექტროზე ავიაიერიში მიიტანა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 12.09.2021
ნანახია: 508

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანეს.

„სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ჰამასის რაკეტების წარმოების მიწისქვეშა ობიექტს, იარაღის საწყობს, საწვრთნელ ბაზასა და ტერორისტების გვირაბს დარტმყები მივაყენეთ“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებოდა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის ტრიტორიაზე ერთი რაკეტა გაუშვეს, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ გაანადგურა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე