დასავლეთმა უპრეცენდენტოდ გაამწვავა რუსეთთან ურთიერთობა - სერგეი ლავროვი

საქართველო, თბილისი - 21:09 | 10.09.2021
ნანახია: 600

დასავლეთმა უპრეცენდენტოდ გაამწვავა რუსეთთან ურთიერთობა, მოსკოვი არ არის დარწმუნებული დასავლელი პარტნიორების საიმედოობაში და მისი ამოცანაა მიაღწიოს მათგან დამოუკიდებლობას საკვანძო სფეროებში, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„დასავლეთი, რომელიც აშშ-ს ემონება, წავიდა რუსეთთან უპრეცენდენტო გამწვავებაზე, აწესებს აბსოლუტურად უპრეცენდენტო სანქციებს, იყენებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ინსტრუმენტებს, ცდილობს გაყინოს ჩვენი განვითარება... ამასთან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში მივეცემით  თვითიზოლაციას ან კონფრონტაციას. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის ყველასთან, ვინც მზად არის იგივე გააკეთოს თანასწორობის საფუძველზე, ულტიმატუმების გარეშე“, - განაცხადა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ თუ დასავლეთი მზად იქნება, რუსეთი ხვალვე განაახლებს ურთიერთობებს ორმხრივი სარგებლის საფუძველზე.

„მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპე არ ვართ და დარწმუნებულნი ჩვენი პარტნიორების საიმედოობაში და რა თქმა უნდა, თავი უნდა დავიზღვიოთ და დავრჩეთ მისგან დამოუკიდებლები საკვანძო, კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში“, - განაცხადა ლავროვმა.  

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე