თუ გსურთ, ძლიერი პარტნიორები - მიგვიწვიეთ ჩვენ - ზელენსკი ნატო-სა და ევროკავშირს

საქართველო, თბილისი - 15:01 | 10.09.2021
ნანახია: 512

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

 „მიგვაჩნია, რომ ჩვენ ნატოს-ს ვჭირდებით. მიგვაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი ძლიერი ვერ იქნება. ამას ღიად გეუბნებით. მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ნატო დაკარგავს, მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი თანდათან დასუსტდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ნატო-ში გაწევრიანდეს არმიის, სპეცალისტებისა და რეფორმების დონის გათვალისწინებით.

ზელენსკის აზრით, თუ ნატო-სა და ევროკავშირს სურთ, რომ რუსეთი გაძლიერდეს, მაშინ უკრაინა ნამდვილად არ სჭირდებათ. მაგრამ თუ სურთ, რომ ევროკავშირი და ნატო დარჩნენ ძლიერები, მაშინ ევროპის უდიდესი ქვეყანა, ძლერი ხალხით, რომელმაც რამდენიმე ომი გადაიტანა, ამ გაერთიანებებში უნდა მიიღონ.

 „თუ გსურთ, ძლიერი პარტნიორები - მიგვიწვიეთ ჩვენ, არა ისე, როგორც ახლა ხდება“, - დასძინა ზელენსკიმ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე