„გაზპრომი“ აცხადებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულებულია

საქართველო, თბილისი - 14:18 | 10.09.2021
ნანახია: 539

„გაზპრომი“-ის წარმომადგენლების აცხადებენ, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა მთლიანად დასრულებულია.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ მშენებლობა დღეს, 10 სექტემბერს დასრულდა.

55 მლრდ მ³ გაზის სიმძლავრის გაზსადენი  - „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გადის ლენინგრადის ოლქის, კინგისეპსკის რაიონიდან გერმანიის ბალტიის სანაპირომდე. მაგიტსრალის ორივე განშტოების საერთო სიგრძე 2 460 კმ-ია. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს თავისი ძალებით აშენებდა, რადგან აშშ-ის სანქციების გამო მისმა შვეიცარიულმა კონტრაქტორმა მილების ჩაყრის სამუშაოები შეწყვიტა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე