ქაბულში, საპროტესტო აქციის გაშუქებისას ჟურნალისტები დაშავდნენ

საქართველო, თბილისი - 15:39 | 07.09.2021
ნანახია: 558

ავღანეთში ტელეარხ Kabul News-ის ჟურნალისტი და ოპერატორი საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ. „თალიბანის“ წევრებმა მათ მიმართ ძალა გამოიყენეს და აპარატურა წაართვეს.

ამასთან, თალიბებმა დააკავეს ტელეარხ Tolo News-ის ოპერატორიც. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს და კამერა დაუბრუნეს.

დღეს ქაბულში პაკისტანის დაზვერვის უწყების ხელმძღვანელის ფაიზ ჰამიდის ვიზიტის გასაპროტესტებლად ქუჩებში უამრავი ხალხი გამოვიდა. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ქვეყნის საშინაო საქმეებში ისლამაბადის ჩარევით.

მანიფესტაცია ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო და პაკისტანის საელჩოსთან გაგრძელდა. მომიტინგეთა შორის ბევრი ქალი იყო. თალიბების სპიკერმა ზაბიულა მუჰაჯიდმა მოქალაქეები გაართხილა ქუჩებში გამოსვლისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა ავღანეთის დედაქალაქში არეულობები ისევ გრძელდება. თალიბებმა აქიის მონაწილეებს ცეცხლიც გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე