ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 16:39 | 06.09.2021
ნანახია: 528

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, მარია კოლესნიკოვას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მის თანამებრძოლ მაქსიმ ზნაკს.

კოლესნოკვას და ზნაკს ბრალად ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარისშემცველი ქმედებებისკენ მოწოდება და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა წაუყენეს.

მარია კოლესნიკოვა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა შარშან ზაფხულში ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებში, 2020 წლის 9 სექტემბერს დააკავეს, როდესაც მან ბელარუსის დატოვებაზე უარი განაცხადა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე