თურქეთში, 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება

საქართველო, თბილისი - 15:39 | 06.09.2021
ნანახია: 534

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლის ზემოთ მოზარდებსაც შეეძლებათ.

ჯანდაცვის მინისტრ, ფაჰრეთინ კოჩას თქმით, ბავშვების ვაქცინაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოხდება.

დღეს თურქეთში სკოლებში სწავლა დაიწყო. არავაქცინირებულ მასწავლებლებსა და სკოლის თანამშრომლებს კვირაში ორჯერ „პისიარ“ ტესტის გავლა მოუწევთ. ამასთან, სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე