"თალიბანი" აცხადებს, რომ ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

საქართველო, თბილისი - 21:57 | 04.09.2021
ნანახია: 585

ავღანეთის ფანჯშირის პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების პარალელურად "თალიბანი" ინკუზლიური მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგება "თალიბანის" დამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა ღანი ბარადარი, რომელიც დაჯგუფებაში ზომიერი პოზიციის მქონედ მიიჩნევა. მთავრობაში მაღალ პოსტებს დაიკავებენ მოლა მოჰამად იაკუბი, თალიბანის დამაარსებლის და სულიერი ლიდერის, მოჰამად ომარის ვაჟი და შერ მოჰამად აბას სთაქენზაი, დოჰაში თალიბანის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი.

„ვარწმუნებ ხალხს, რომ ჩვენ ვცდილობთ მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მთავრობა იქნება პასუხისმგებელი ყველას წინაშე. უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგან ეს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში“, - ამბობს ბარადარი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე