თალიბებმა, ქაბულში ქალთა საპროტესტო აქციის დასაშლელად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 04.09.2021
ნანახია: 510

თალიბებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ქაბულში ქალთა საპროტესტო აქციის დასაშლელად. აქციაზე, სადაც ქალები გამომოხატვის თავისუფლებისა და თანასწორობის მოთხოვნით გამოვიდნენ, თალიბანის წარმომადგენლებმა ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიც ისროლეს.

ქაბულში საპრტოტესო აქციები ქალების გაურკვეველი მომავლის გამო აგორდა. კეროდ: ქალებს აღელვებთ განათლების მიღების შესაძლებლობების, ასევე დასაქმების პრობლემები. გავრცელებული ცნობით,  თალიბები ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ აქტივისტს ნარგის სადათს. აქცია საპრეზიდენტო სასახლის სიახლოვეს მიმდინარეობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე