ქაბულში თალიბების მხრიდან სროლას 17 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 04.09.2021
ნანახია: 538

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა ქაბულში თალიბების მხრიდან მომხდარი სროლისას.

„თალიბანის“ წარმომადგენლებისა და თვითმხილველების თქმით, მებრძოლები ფანჯშირის პროვინციის დაკავებას ჰაერში სროლებით აღნიშნავენ.

ქაბულელები ირწმუნებიან, რომ თალიბები ჰაერში ისროდნენ და წარმატებას ამგვარად ზეიმობდნენ. „თალიბანის“ ხელმძღვანელობა თანამებრძოლებს სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მებრძოლებს, რომლებიც ჰაერში სროლას გააგრძელებენ, იარაღს ჩამოართმევენ და პასუხისგებაში მისცემენ.

გუშინ „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ფანჯშირის პროვინცია დაიკავა. ფანჯშირი ერთადერთი რეგიონი იყო, რომელსაც თალიბები ვერ აკონტროლებდენ.

წინააღმდეგობის ფრონტის წარმომადგენლები თალიბების მიერ ფანჯშირის აღებას უარყოფენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე