„თალიბანმა“ფანჯშირის პროვინცია დაიკავა

საქართველო, თბილისი - 22:00 | 03.09.2021
ნანახია: 633

თალიბები ფანჯშირის პროვინციის დაკავებას ზეიმობენ.

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელმა ბილალ ქარიმმა განაცხადა, რომ ფანჯშირი „ილსამური საამიროს კონტროლქვეშ გადავიდა. ქაბულის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ წინააღმდეგობის ყველა ჯარისკაცი თალიბებმა აიყვანეს. მედიის ინფორმციით, ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინაღმდეგობის ფრონტის მეთაური აჰმად მასუდი გაიქცნენ და ტაჯიკეთში გადავიდნენ. ფანჯშირის პროვინცია ერთადერთი რეგიონი იყო, რომელსაც „თალიბანი“ ამ დრომდე ვერ აკონტროლებდა.

მოგვიანებით სალეჰმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მისი გაქცევის შესახებ ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, ის ისევ ფანჯშირში იმყოფება.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე