ავღანეთის ახალ მთავრობაში ქალები არ იქნებიან - „თალიბანი“

საქართველო, თბილისი - 14:18 | 03.09.2021
ნანახია: 672

ავღანეთის ახალი მთავრობა უმოკლეს ვადაში ჩამოყალიბდება, მაგრამ ქალი მინისტრები მის შემადგენლობაში არ იქნებიან, - განუცხადა იტალიურ გამოცემა la Repubblica-ს „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა.

„რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას. ჩვენი სურვილია შეიქმნას კომპაქტური მთავობა, რომლის შემადგენლობის ნახევარი ძველი მინისტრები იქნებიან“, - განაცხადა მან.

შეკითხვაზე იქნებიან თუ არა ქალები ქვეყნის მთავრობაში, მუჯაჰიდმა უასუხა: „მინისტრების თანამდებობეზე არა, მაგრამ ყურანისა და შარიათის კანონების თანახამდ, ქალებს შეუძლიათ იმუშაონ სამინისტროებში, პოლიციასა და სასამართლო ორგანოებში თანაშემწეებად“. ამის გარდა მუჯახიდმა აღნიშნა, რომ ავღანელ ქალებს უმაღლეს სასწავლებელებში სწავლის უფლება ექნებათ. საერთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას კი „თლიბანის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავღანეთის მთავარი პარტნიორია ჩინეთი, რომელსაც მისი თქმით აქვს „ფუნდამენტური და წარმოუდგენელი შესაძლებლობები ინვესტიციების განსახორციელებლად და ქვეყნის აღსადგენად“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე