შეადარეთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს - მკვლელს და ჯალათს , გნებავთ კეზერაშვილი, ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეულები - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:50 | 02.09.2021 ნანახია: 706
ჩვენ ხომ ვიცით, რომ 300 000 პრობაციონერი არსებობდა ქვეყანაში სააკაშვილის დროს; 300 000 კაცი იყო გასამართლებული; ციხეები სავსე იყო პატიმრებით, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებით. 30 000 პატიმარი იყო საპატიმროებში და რატი ბრეგაძე იხსენებდა გუშინ, რომ ერთ საკანში 30 და 40 კაცი იყო და ძილის საშუალება არ ეძლეოდა ადამიანს, ეს ხომ წამებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წამება, გაუპატიურება, ტანჯვა იყო მათი ყოველდღიური ხელწერა, ყოველდღიური ცხოვრება.
„რამე სიახლეს ვამბობთ? ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, კარგად გახსოვთ ალბათ, რომ გამოვიძიეთ ცნობილი სამეგრელოს კადრები, სამეგრელოს სკანდალი - კასრების საქმე. საშინელება, სიბინძურე, სისაძაგლე, რაც იმ კადრებში აღმოვაჩინეთ და შემდეგ დავსაჯეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ტერორში და სადიზმში იღებდა მონაწილეობას. აუპატიურებდნენ ადამიანებს, შემდეგ ვიდეოფირებზე იღებდნენ, ამით აშანტაჟებდნენ და შემდეგ ნებისმიერ დავალებას ასრულებინებდნენ. აი ეს ხალხი არის სააკაშვილი, ქარდავები, ახალაიები, მერაბიშვილი, უგულავა, მელია - ყველა, მთელი გაერთიანება და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი. თუნდაც, ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რომელსაც ვიცნობ, 17 წელია. ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა „ქართუ ჯგუფში” და აქ გვესწრება. უწესიერესი ადამიანი, გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, თავისი პროფესიონალიზმით და შეადარეთ სააკაშვილის დროინდელ მის კოლეგებს, რომლებიც 10-ჯერ ხსნიდნენ ერთ გზას, ჩვენ კარგად ვიცით ეს. 68 კილომეტრი გზა დააგო კაცმა, არ ვაჭარბებ არაფერს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს რაღაც სასწაულები ჩაიდინა. ჩვენ 150 კილომეტრი დავაგეთ და 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში. შედარებითია ყველაფერი, ხომ ასეა? შეადარეთ ბატონი ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს - მკვლელს და ჯალათს, რომელიც პირდაპირ კლავდა, ხოცავდა ადამიანებს, თუ რომელიმე არ დაემორჩილებოდა მის ნებას და მისი ოჯახის წევრების ნებას და სურვილს. კეზერაშვილი, გნებავთ ან ახალაია, სადიზმით და კორუფციით გამორჩეული პირები. ეს ხომ ერთი ხელწერაა. გიგი უგულავა - ცნობილი მძარცველი და კორუფციონერი. ნიკა მელია, ასევე ცნობილი ამ კრიმინალების შემსრულებელი. მაშინ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მახსოვს ძალიან კარგად, როცა ხელი მოაწერა სწორედ „ქართუს” წინააღმდეგ ბანკის გაკოტრების საქმეს. ასეთი ადამიანები იბრძვიან დღესაც, პოლიტიკაში არიან და ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე და აცდნენ მასებს ჯერ კიდევ”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.
„ვერ ხვდებიან, ან რაღაც დიდ უბედურებასთან გვაქვს საქმე - ღიად უნდა ითქვას. ეს ტრაგედიაა მეგობრებო, აი ამ ყველაფრის ფონზე, რაც მათ ჩაიდინეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც ტერიტორიებს დაგაკარგინებს, ტერიტორიას შენი წინაპრების მიერ მოტანილს, სისხლით, ომით და ჯაფით მოტანილ ტერიტორიებს, ძირძველ ტერიტორიებს დაგაკარგვინებს და ვერ აგარიდებს ისეთ დიდ ტრაგედიას და განსაცდელს როგორიც არის ომი, როგორ შეიძლება, ამ პოლიტიკურ ძალას მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება. ნორმალურ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში ნული იქნებოდა მათ მიმართ მხარდაჭერა. დღეს კატასტროფაა, რომ ჯერ კიდევ 15-17 პროცენტი მხარს უჭერს თუ 20%-ი. ესეც ხომ ტრაგედიაა, ესეც ხომ კატასტროფაა. ე.ი. მეტი უნდა ვიმუშაოთ, მეტი უნდა ავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ ე.ი. რაღაც დავაკელით, რაღაც კომუნიკაციის ნაკლებობაა და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც ჩვენს მიერ განხორციელდა, ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალში, კიდევ უფრო მეტად უნდა მივიტანოთ, აქტიურად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. იმ ფონზე, როცა, თუნდაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანია. ათასი რაღაც მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა. რა არ დააბრალეს და როგორი ბინძური კამპანიები აწარმოეს მათმა ტელევიზიებმა. არაფერი აღარ გვიკვირს ჩვენ, ბუნებრივია, ამიტომაც ახლა საჭირო არის ძალიან ძლიერად გამარჯვება. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ და ძლიერად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში. აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ სიბინძურეზე და ამ ცილისწამებაზე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















