ჩინეთში ძლიერ წყალდიდობას 13 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 21.07.2021
ნანახია: 522

ჩინეთში ჰენანის პროვინციაში რეკორდულ ნალექს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა.

ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა უდიდესი მდინარე ხუანხე.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა ჰენანის პრონვიციის დედაქალაქი ჩჟენჟოუ, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. წყალდიდობას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

დაიტბორა 13-მილიონიანი ქალაქის მეტრო. წყალდიდობის გამო მუშაობა შეაჩერეს ელექტრომატარებლებმაც.

იუწყებიან, რომ ძლიერი წვიმა სულ მცირე 24 საათი გაგრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე