ბაღდადში, ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 20.07.2021
ნანახია: 719

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 60. იუწყება Al Arabiya.

შემთხვევა გუშინ, 19 ივლისს სადრ სითის ბაზარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა  ქამარზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ბაზარში ყურბან ბაირამის დღესასწაულისთვის პროდუქტების შესაძენად უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

ერაყის პრემიერ მინისტრმა მუსტაფა ალ ქადიმმა განაცხადა, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მადინათ ეს სადრის ფედერალური პოლიციის ერთ-ერთი პოლიციის უფროსის დაკავების ბრძანება გაცა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე