ავღანეთის მთავრობა და „თალიბანი“ ისლამური პრინციპების საფუძველზე კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 10:21 | 19.07.2021
ნანახია: 842

ავღანეთის მთავრობისა და მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაციები ყატარში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისლამური პრინციპების საფუძველზე კომპრომისის მიღწევაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც ჟურნალისტებს სამთავრობო დელეგაციის ხელმღვანელმა გააცნო.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად მოინახოს პრობლემის სამართლიანი გადაჭრის გზა. „მათ ესმით კომპრომისის მიღწევს აუცილებლობა, რომელიც უპასუხებს ავღანელი ხალხის ინტერესებსა და მისწრაფებებს ისლამური პრინციპების საფუძველზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.

კომუნიკეში საუბარი არ არის ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გათავისუფლებაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე