133 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას გერმანიაში

საქართველო, თბილისი - 13:27 | 17.07.2021
ნანახია: 616

გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას 133 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გაზეთი Bild - ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. რეინლანდ პფალცის ფედერალურ მიწაზე სტიქიას 90 მოქალაქე ემსხვერპლა, ჩრდილოეთ რეინ ვესტფალიის მიწაზე კი - 43.

გერმანიაში რამდენიმე დღეა კოკისპირულად წვიმს, რამაც ციკლონი „ბერნდი“ გამოიწვია, რომელმაც დასავლეთ ევროპას გადაუარა. ძირითადი დარტყმა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებმა მიიღო, სადაც მდინარეები, მათ შორის რეინი, ნაპირზე გადავიდა და ქუჩები დატბორა.

ზოგიერთი დასახლებული პუნქტი დანგრეული გზებისა და ხიდების გამო გარემოს მოწყდა. რეინ-ვესტფალიის ჩრდილოეთით, ხუთ რაიონში მიმდინარეობს ევაკუაცია, რადგან არსებობს კაშხლის გარღვევის საშიშროება.    

არვაილერის ოლქში გათიშულია ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულია დაახლოებით 1 300 ადამიანი.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ტრაგედიის მასშტაბები ცნობილი გახდება მხოლოდ მომდევნო დღეებში.

დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა ბელგიასა და ნიდერლანდებშიც. სტიქიას ბელგიაში 15 ადამიანი ემსხვერპლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე