მოლდოვას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტია ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:16 | 12.07.2021
ნანახია: 540


მოლდოვას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს. მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 47.81 პროცენტი აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა „კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი“ 30.84 პროცენტით. მესამე ადგილს პარტია „შორი“ იკავებს, რომელსაც ხმების 6.49 პროცენტი აქვს. დანარჩენმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე