ტრამპი ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 23:38 | 11.07.2021
ნანახია: 1227

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩვენბში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ვერ გაასაჯაროვებს თავის გეგმებს იმ პრობლემების გამო, რომლებიც შესაძლოა, წარმოიშვას მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებათან დაკავშირებით.

„მე ვიცი პასუხი, მაგრამ ჯერჯერობთ არ შემიძლია მისი გაჟღერება, რადგან ეს იმოქმედებს კამპანიის დაფინანსებასა და სხვა საკითხებზე. მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემი პასუხი“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში შეკითხვის პასუხად, აპირებს თუ არა წლების შემდეგ საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვას.

ყოფილ პრეზიდენტს არ განუმარტავს, თუ კონკრეტულად რა პრობლემებს გულისხმობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე