ნიგერიაში შეიარაღებულ თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 10.07.2021
ნანახია: 646

სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. ინციდენტი ზამფარის შტატში მოხდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ხუთ დასახლებულ პუნქტში მოხდა. თავდამსხმელები სოფლებში მოტოციკლებით შეიჭრნენ და უმისამართო ცეცხლი გახსნეს. გადაწყვეს საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები.

თუ ვინ დგას სისხლიანი თავდასხმის უკან, ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე