ჯანმო კორონავირუსის რუსულ შტამს შეისწავლის

საქართველო, თბილისი - 20:29 | 08.07.2021
ნანახია: 636

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთში იანვარში გამოვლენილი კორონავირუსის AT.1-ის ვარიანტი გამოსაკვლევ სიაში შეიტანა. ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, რუსული შტამის ძირეულ შესწავლას ჯანმო-ში 9 ივნისიდან შეუდგებიან. გამოსაკვლევ ვარიანტებს შორის ასევე არის აშშ-ში, ბრაზილიაში, ფილიპინებზე, ინდონეზიაში, კოლუმბიასა და დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი შტამებიც.

ჯანმო-ს სიაში შესასწავლად შეაქვს SARS-CoV-2-ის შტამები გენეტიკური ცვლილებებით, რომლებიც სავარაუდოდ, გავლენას ახდენენ ვირუსის თვისებაზე და შესაძლოა, მომავალში წარმოადგენდეს უდიდეს რისკებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე