ჰაიტიში პრეზიდენტის მეუღლის გარდაცვალება უარყვეს

საქართველო, თბილისი - 21:02 | 07.07.2021
ნანახია: 540

ჰაიტიში პრეზიდენტის  მეუღლის გარდაცვალება უარყვეს. დომინიკის რესპუბლიკაში ჰაიტის საელჩომ განაცხადა, რომ ჟოვენელ მოიზის ცოლი, მარტინ მოიზი პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა. მას სამკურნალოდ მაიამიში გადასაყვანად ამზადებენ.

თავად პრეზიდენტი თავისივე რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგად მოკლეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ.

მისივე განცხადებით, მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რათა განაგრძოს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.

53 წლის ჟოვენელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე