ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 21.06.2021
ნანახია: 597

სომეხთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ვადამდელ საპარლამენტო არჩვენებსი გამარჯვება მოიპოვა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ფაშინიანის პარტიამ ხმათა 53.92 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04 პროცენტი მოაგროვა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

ბოლო მონაცემებით, გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმათა 3.96 პროცენტის მოგროვება შეძლო.

თავად, ფაშინიანმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას უკვე უწოდა „ფოლადის რევოლუცია“ და პირობა დადო, რომ კონსულტაციებს დაიწყებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, რათა გაეცნოს მათ შეხედულებებს პოლიტიკური ცხოვრებისა და  საზოგადოების პოტენციალის კონსოლიდაციის შესახებ.   


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე