სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 21:32 | 20.06.2021
ნანახია: 1040

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი თბილსის დროით 20 საათზე დაიხურა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმის მისაცემად საარჩევნო უნებში ამომრჩეველთა 49,4 პროცენტი მიიღო გამოცხადდა.

კენჭისყრაში 21 პარტია და ოთხი ბლოკი მონაწილეობდა.

წინასწარი მონაცემები 21 ივნისს გამოცხადდება, საბოლოო შედეგები კი არჩევნებიდან მეშვიდე დღეს გახდება ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რო, დღევანდელ დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. სომხეთის საარჩევნო ბლოკის, „დემოკრატთა ალიანსის შირინიან-ბაბაჯანიანის“ წევრმა, დეპუტატმა არმან ბაბაჯანიანმა განაცხადა, რომ მის ავტომობილს ესროლეს.

მისი განცხადებით, გასროლის შედეგად დაზიანდა მანქანის საქარე მინა. პოლიტიკოსი მომხდარში ვადამდელი არჩევნების კონკურენტებს ადანაშაულებს.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე