აშშ-მა მიიღო ინფორმაცია ჩინეთის ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვის შესახებ
საქართველო, თბილისი - 20:58 | 15.06.2021 ნანახია: 922
აშშ-მა გასულ კვირას მიიღო ინფორმაცია ჩინეთში ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოლოგიური საფრთხის შესახებ, რომელსაც ამოწმებს. იუწყება CNN წყაროზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, გარდაუვალი რადიოლოგიური საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ფრანგული კომპანია Framatome-გან, რომელიც ნაწილობრივ მონაწილეობს ტაიშანის ატომური ელეტქროსადგურის ფუნქციონირებაში გუანდუნის პროვინციაში.
„არსებული ვითარება წარმოადგენს გარდაუვალ რადიოლოგიურ საფრთხეს ობიექტისა და მოსახლეობისათვის და Framatome სასწრაფოდ ითხოვს ნებართვას ტექნიკური მონაცემების გადაცემასა და დახმარების გაწევისთვის, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს სადგურის ნორმალური მუშაობის აღსადგენად“, - ნათქვამია კომპანიის წერილში, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში გაიგზავნა და რომელიც CNN-ს ხელში ჩაუვარდა.
როგორც ტელეარხი იტყობინება, Framatome-ს წერილში ნათქვამია, რომ ჩინურმა მარეგულირებელმა გაზარდა დასაშვები ზღვარი რადიაციის დასადგენად ატომური ელეტროსადგურის მიღმა, რათა ობიექტის დახურვა თავიდან აეცილებინა.
ინფორმირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის აშშ-ის ოფიციალური პირები არ მიიჩნევენ, რომ გაჟონვა კრიზისულ დონეზეა, თუმცა აღიარებენ, რომ სიტუაცია დაკვირვებას მოითხოვს. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გასულ კვირას რამდენიმე სხდომა გამართა. აშშ-ის ადმინისტრაციამ სიტუაცია საფრანგეთის მთავრობასა და ენერგეტიკის სამინისტროს ექსპერტებთან განიხილა.
წყაროს თქმით, აშშ-ს კონტაქტი ჰქონდა ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა მისი მასშტაბები უცნობია. ტელეარხის ცნობით, , Framatome-მ აშშ-ს იმიტომ მიმართა, რომ მიეღო ნებართვა ტექნიკური დახმარების აღმოსაჩენად ჩინური სადგურისთვის.
თავის მხრივ, საფრანგეთის ატომური ელექტროსადგურების კომპანია-ოპერატორმა Électricité de France განაცხადა, რომ ინფორმაცია მიიღო ჩინეთის ატომურ ელექტროსადგურზე იშვიათი გაზების კონცენტრაციის შესახებ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















