ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ - შარლ მიშელი

საქართველო, თბილისი - 21:17 | 04.06.2021
ნანახია: 873

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის განცხადებით, ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ცის დახურვის შემდეგ უახლოეს ხანებში ბელარუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესდებათ.  

„კვლავ მტკიედ ვიმეორებთ მოწოდებას, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები ბელარუსში. მომდევნო სანქციები იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უახლოეს ხანებში ელოდებათ“, - წერს მიშელი Twitter-ზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი სიტყვას ასრულებს: შუაღამიდან ბელარუსის ავიაგდამზიდების ნებისმიერ თვითმფრინავებს ეკრძალებათ დაჯდომა, აფრენა და ფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ოფიციალური გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული Rayanair-ის რეისის იძულებით დაჯდომასთნ დაკავშირებით“.

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გეგმა, რომლითაც ბლოკის საჰაერო სივრცე დაიხურება ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე