სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან - მიტროპოლიტი იოანე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე

საქართველო, თბილისი - 17:57 | 30.05.2021
ნანახია: 864

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები სუბიექტურები და მიკერძოებულები არიან.

მეუფე აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება ხელისუფლებასთან დიალოგის გზა. პეტიცია შეიტანა პარლამენტში ვარლამმა, იყო განხილვა. კომისიამ განიხილა და უთხრეს, რომ ამას გადავცემთ სპეციალისტებსო. სუბიექტურები არიან, მიკერძოებულები. უნდა ჰკითხოთ, რატომ არიან მიკერძოებულები. თავიდან კატასტროფაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად, დღეს ლაპარაკია იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი აზრით, გადახედვას მოითხოვს“,- განაცხადა მეუფე იოანემ


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე