მჯერა, რომ დიასპორას ან დავაბრუნებთ, ან ჩვენი განვითარების იარაღად ვაქცევთ - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 13:23 | 28.05.2021 ნანახია: 801
აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას და სახელმწიფოს განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"პოლიტიკური ემიგრაციისთვის, ემიგრაცია დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს, სიმბოლურად, გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით.
დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად, საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არა გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობას და რა პოტენციალს, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მეოთხედი, მილიონ–ნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს.
აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია.
ეს იწვევს დიდ ცვლილებებს, თუნდაც ქართული ოჯახის სტრუქტურასა და ტრადიციებში, როცა თითქმის ყოველი ოჯახის რამდენიმე წევრი უცხოეთში ცხოვრობს. როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ იგი იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო.
ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს – გარესამყარო, რომელიც უმეტეს წილად უცნობი და მიუწვდომელი გვეჩვენებოდა, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა.
მსოფლიოში გაბნეული ქართველები საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ. ისინი – აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები და ბიზნესმენები – ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. მათ ასევე აქვთ ქვეყნის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, თუ კი შევძლებთ და ჩავაბამთ მათ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც აქტიურ ნაწილს.
ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება, ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს.
ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე – დაწყებული საკუთრების უფლებიდან და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დასრულებული. პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა.
მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ახლახან მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლება ორი წლით გახანგრძლივდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცედურები და ამითი შევუწყოთ ხელი უცხოეთში დაბადებულ ჩვენს ახალგაზრდებს, რათა ქართულ პასპორტთან ერთად შეინარჩუნონ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესშია.
მინდა მივესალმო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებისათვის ბიომეტრიული პასპორტების საფასურის შემცირებას და პირადობის მოწმობების უფასოდ მიღებას ითვალისწინებს.
ამ წლის დასაწყისში, ორბელიანების სასახლის პატრონაჟით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი. ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს დიასპორის თაოსნობით უამრავი პროექტი ხორციელდება, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებს.
ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში ქართველების პროექტი „ბიზნესი საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც აქ შედგება და რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც ჩვენს დიასპორას შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი დაამყაროს საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებთან, იქნება ეს სტარტაპები, თუ დიდი რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. გვჭირდება სახელმწიფო რესურსებისა და კერძო სექტორის გაერთიანება, პარტნიორობის ახალი ფორმატების მოფიქრება.
ეს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, რომლებიც მოითხოვს გამყარებას და ჩაღრმავებას. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული პროექტი თუ ინიციატივა დიასპორის მიმართულებით, არამედ კონცეფცია, სტრატეგია, თუ როგორ გადავაქციოთ დიასპორული „საფრთხე“ – ანუ ქვეყნის დემოგრაფიული დაცლა საკუთარი აქტიური მოსახლეობისგან – ქვეყნის დიდ ძალად.
ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, როგორც ზოგადად ქვეყნის მშენებლობის საქმეში, გვჭირდება ერთიანობა, ახალი ხედვები, ინიციატივები და შორსმჭვრეტელი გეგმები.
მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და დიასპორას ან დავაბრუნებთ, ან ჩვენი განვითარების იარაღად ვაქცევთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















