გუმათში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული

საქართველო, თბილისი - 22:16 | 27.05.2021
ნანახია: 597

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ჯებირია აღმართული, სიტუაცია დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მეორე მხარეს გადასვლას, თუმცა ამის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს.

"ხელებაწეული ვეცადეთ გადავსულიყავით ჩვენი სახლების მიმართულებით და პოლიცია დაგვიპირისპირდა, გადაგვიდგა წინ, მოგვაწვნენ. დიდი რაოდენობით არიან იქ, ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ და დაპირისპირება მოხდა". - ამბობს აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანი.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, დაკავებულია 3 მონაწილე.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე