წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 15:43 | 27.05.2021
ნანახია: 684

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

9-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე