საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნების ღირშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში განათდება
საქართველო, თბილისი - 10:09 | 26.05.2021 ნანახია: 780
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად განათდება ქართული დროშის ფერებში. ასევე, ქ. ტორონტოში პირველად გაიმართება საქართველოს დროში აღმართვის ცერემონია. 1 ივნისს კი, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში, გუბერნატორის სასახლეში გაიხსნება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ვიქტორიაში არსებული „აფხაზის ბოტანიკური ბაღის“ დამაარსებლის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დიდი ქართველი მოღვაწის, კოტე აფხაზის შვილის, ნიკო აფხაზის საგვარეულო ქართული ჩოხა.
ასევე, 25 მაისს ბრაზილიაში ნათდება სან პაულოს შტატის ინდუსტრიათა ფედერაცია,26 მაისს კი ქრისტეს ცნობილი ქანდაკება რიო- დე- ჟანეიროში.
საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერები გამოისახება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობაზე. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ქ. კანბერაში, ავსტრალიის ეროვნული კარილიონი.
ბელგიაში, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების - Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება, ხოლო ბულგარეთში ქართული დროშის ფერებით განათდება კულტურის ეროვნული სასახლე, ჩრდილოეთ მაკედონიაში კი - სკოპიეს არქეოლოგიური მუზეუმი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გერმანიაში, გერმანული ვოისის გამარჯვებულის ნათია თოდუას მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ასევე, ქ, მაინის ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდება ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთელის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნება საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში.
ესტონეთში, ტალინის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრი განათდება საქართველოს დროშის ფერებში და ტალინის ძველ ქალაქთან მდებარე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე საქართველოს დროშა გამოისახება.
თურქეთში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის მთავარი სიმბოლო - „ათაქულეს კოშკი“, ამასთან განათების ქვეშ, მორბენალი სტრიქონის სახით გაშვებული იქნება მილოცვა თურქულ და ინგლისურ ენებზე.
ასევე, კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდება Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.
26 მაისს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ლორდ-მერის მიერ აღიმართება საქართველოს დროშა.
ამასთან,პირველად,საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 26 მაისს,ათენის ომონიის მოედნის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ირლანდიაში ქართული დროშის ფერებში განათდება ლორდ - მერის შენობა და დუბლინის მთავარ ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.
იერუსალიმში,იერუსალიმის კედლები ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებით.
ასევე, 26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ცენტრალური ხიდები, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი, ქ.ვილნიუსის ცენტრალურ მოედანზე კი გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ასევე, კატარში, დოჰაში, ცენტრალურ ადგილას მდებარე ისტორიული შენობა განათდება საქართველოს დროშის ფერებით, რაც პირველი შემთხვევაა რეგიონში.
26 მაისს, ნიდერლანდებში, ქართველი მუსიკოსების მიერ, ჰააგის ცენტრში შესრულდება მუსიკალური ნომერი, ხოლო ჰააგის წმ.იაკობის სახელობის უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ასევე, საქართველოს საელჩო განათდება ქართული დროშის ფერებში; საქართველოს დროშის ფერებში განათდება სლოვენიაში საქართველოს საელჩოც.
პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, უნგრეთში, ბუდაპეშტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი განათება ქართული დროშის ფერებში, ხოლო უნგრული ბენდი „Vardis Kucha” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართას კონცერტს.
უკრაინაში, კიევსა და ქ.ოდესაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება მერიის შენობები, ასევე, ოდესაში სარეკლამო ბილბორდებზე საქართველოს დროშა გამოისახება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შვეიცარიაში, კანტონ გრაუბიუნდენში გაიმართება საზეიმო კონცერტი ქართველ და შვეიცარიელ მევიოლინეთა ერთობლივი ორკესტრის მონაწილეობით.
ჩეხეთში, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავად, 5-30 მაისის პერიოდში იმართება გამოფენა „ქართული სამოსი“, სადაც წარმოდგენილია ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები, ასევე 26 მაისის აღსანიშნავად, გავრცელდება ჩეხური გუნდის „ ჰაერი“ მიერ შესრულებული ქართული ფოლკლორული სიმღერა.
უზბეკეთში, 26 მაისთან დაკავშირებით, ქ. ტაშკენტის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო ასევე განათება საქართველოს დროშის ფერებში. ხოლო, შენობის ფასადზე გაშვებული იქნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო.
ამასთან,25 მაისს, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















