თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით, მინსკში იძულებით დასვეს

საქართველო, თბილისი - 21:29 | 23.05.2021
ნანახია: 766

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა.  ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ბორტზე ოპოზიციონერი ჟურნალისტი, Telegram-არხის Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

მომხდარს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროსაბჭო. ევროკომისია, ევროპარლამენტი. ასევ ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ.

„ყოვლად დაუშვებელია აიძულო კომპანია Ryanair-ის ათენი-ვილნიუსის რეისი, მინსკში დასვას. მგზავრებს უფლება აქვთ დაუყოვნებლივ განაგრძონ მგზავრობა ვილნიუსისკენ უსაფრთხოების სრული დაცვით“, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ინციდენტს ეხმიანება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

„შეშფოთებული ვარ ინფორმაციებით მინსკში, Ryanair-ის იძულებითი დაშვების შესახებ, მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი მგზავრები. აუცილებელია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) მხრიდან ინციდენტის გამოძიება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.  

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე