ინდური შტამი, შესაძლოა, ყველგან გამოვლინდეს, საქართველო გამონაკლისი არ არის - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:31 | 23.05.2021
ნანახია: 744

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ინდური შტამის სავარაუდო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.

"შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ყველგან არის შესაძლებელი გამოვლინდეს, საქართველო გამონაკლისი არ არის. უახლესი პროგნოზირებით, თანდათან, შესაძლებელია, ევროპაში ბრიტანული შტამი თანდათან ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა", - განუცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-ს.

ინდურ შტამი ვირუსის ორ მუტაციას აერთიანებს, რომლებიც ცალ-ცალკე სხვადასხვა ტიპის კორონავირუსებში ადრეც ფიქსირდებოდა, თუმცა ერთად პირველად ინდოეთში დადასტურდა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე