თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა - დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, თბილისში მსვლელობა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 19:45 | 22.05.2021
ნანახია: 902

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც "გირჩი- მეტი თავისუფლება" იყო. აქციის მონაწილეებმა აქციია-მსვლელობა დიდუბიდან დედაენის ბაღამდე გამართეს, ისინი კომენდანტის საათი გაუქმებას, საზღვრებისა და ყველა ბიზნესის გახსნას, ასევე ჯარიმების გაუქმებას მოითხოვდნენ.

"მოვითხოვთ, გაუქმდეს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ყველა შეზღუდვა დაწყებული კომენდანტის საათით, გაგრძელებული ქვეყნის ჩაკეტვით და დასრულებული ქუჩაში პირბადეების ტარებით. ყველა შეზღუდვა უნდა მოხნას, თორემ უბრალოდ ვერ გადავრჩებით", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე