აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემას არ წარმოადგენს - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 17:07 | 19.05.2021
ნანახია: 738

აცრის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"ზოგი ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო და მე მგონი, ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება არ არის იმის, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ.

ნუ, სანამ ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე სპეციალურ პლასტირებს, ცოტა ხანი, ის პლასტირი რომ გვაქვს, იმ დროს, იმ წუთში ნუ ვიბანავებთ, რომ ავიცრებით, რამდენიმე ხნის შემდეგ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც ტანის დაბანა"- თქვა პაატა იმნაძემ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე