1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება აცრამდე და შემდეგ, პრობლემა არ არის - იმნაძე

საქართველო, თბილისი - 16:52 | 19.05.2021
ნანახია: 665

აცრის დროს დიდი რაოდენობით დალევა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრამდე და აცრის შემდეგ მცირეოდენი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება პრობლემა არ იქნება.

"ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება მიზანშეწონილი არასდროს არის. მით უმეტეს, აცრის დროს დიდი რაოდენობით დალევა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან იმუნური სისტემის პასუხს ვირუსზე ხელს უშლის. მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის. ყველამ თავისი ზომა იცის. შეიძლება ზოგისთვის 1-2 ჭიქაც ბევრი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის 1 ჭიქა ალკოჰოლის დალევა ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას:, - თქვა იმნაძე.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე