„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისიდან, აცრები კი 24 მაისიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:05 | 19.05.2021
ნანახია: 651

პირველი არხის ინფორმაციით, „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია პარასკევიდან, 21 მაისიდან დაიწყება, აცრის გაკეთება კი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაციის დაწყების საათი ხვალ გამოცხადდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.

„სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩინურმა მხარემ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე