Sinopharm-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20 მაისს იწყება

საქართველო, თბილისი - 13:48 | 19.05.2021
ნანახია: 668

Sinopharm-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 20 მაისს იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, იწყება რეგისტრაცია მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

სამედიცინო დაწესებულებას ირჩევთ სურვილისამებრ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:

www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე