საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მიერ "ასოცირებული ტრიოს" შექმნა, მტრული ალიანსებით რუსეთისთვის ალყის შემოვლების მცდელობაა - ელენა პანინა
საქართველო, თბილისი - 23:39 | 17.05.2021 ნანახია: 990
რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წვერმა ელენა პანინამ განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მიერ ასოცირებული ტრიოს შექმნა წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანიტარული კორდონის კიდევ ერთი ხაზის გავლების მცდელობას პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთ ნაწილში. მისივე თქმით, სამი ქვეყნის ამგვარი გაერთიანება აშშ-ის მითითებების შესრულებას ნიშნავს.
როგორც პანინამ აღნიშნა, გაერთიანების საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან, რომლის შანსები, მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოსთვის ნულის ტოლია, მოლდოვასთვის კი აქტუალური მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც რუმინეთს შეუერთდება.
„სინამდვილეში ეს არის რუსეთის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთ ფლანგზე სანიტარული კორდონის ხაზის გავლების მცდელობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ყბადაღებული ანაკონდას სტრატეგიის რეალიზაციის, მტრული ალიანსებით რუსეთისთვის ალყის შემოვლების მცდელობა. სწორედ ამგვარ მიზანს ესახურებოდა სუამი (დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია) სააკაშვილის პერიოდიდან და ახლაც საქმე გვაქვს ამ აგრესიული პროექტის გადატვირთვასთან“,- აღნიშნა პანინამ.
დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ ჩაოკოიმ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















