გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 15.05.2021
ნანახია: 704

გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ჰომოფობიური და ნეოფაშისტური გამოსვლებით გამოირჩევა, ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა.

დედაენის ბაღში აქტივისტებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დღეს, 15 მაისს პერფორმანსი მოაწყვეს - ადგილზე მიიტანეს ცისარტყელის ფერებში მოხატული ინსტალაცია Welcome to the Closet რომელშიც მუსიკა იყო ჩართული.

გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია დააზიანა, შეკრებილებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

აქტივისტებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც, მათი თქმით, ფალავანდიშვილი ადგილიდან გაარიდა, თუმცა, არ დააკავა.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე