9 მაისს, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:27 | 07.05.2021
ნანახია: 796

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, წელს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურის და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე