სოფელ უდაბნოში ფორმულას გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდნენ

საქართველო, თბილისი - 17:43 | 05.05.2021
ნანახია: 635

ფორმულას ინფორმაციით, ტელეკომპანიის წარმომადგენლებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, სადაც გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ, დღესაც აგრესიით დახვდნენ.

ერთერთი ადგილობრივი ფორმულას ჟურნალისტს დაუპირისპირდა, დაემუქრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადა.

"წადით აქედან სანამ კარგად ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავით გარეჯზე ვინც ის თქვა... იმის... არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის ფორმულა და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ... წადით ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით", - მიმართა ადგილობრივმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე