"სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 21:47 | 27.04.2021
ნანახია: 759

18 წლის ზემოთ მოქალაქეების "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ ვებგვერდს  booking.moh.gov.ge  ან დარეკონ ნომერზე 15 22.

საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

მოელიან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმის" ავტორიზაციის საკითხს 28 აპრილს განიხილავს


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე