უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ
საქართველო, თბილისი - 21:49 | 26.04.2021 ნანახია: 1012
ჩერნობილის ატომურ ელეტქროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 35 წლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ავარიასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალები. კერძოდ, საუბარია, პირველ ანგარიშზე აფეთქების შესახებ, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დირექტორმა ვიქტორ ბრიუხანოვმა მოამზადა. ასევე ავარიის მომენტში სადგურის ოპერატორების საუბრებისა და ქალაქ პრიპიატის 44 ათასი მცხოვრების ევაკუაციაზე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „სხვა ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მალავდა“. მაგალითად, მტკიცებულება იმისა, რომ 1986 წლის 26 აპრილამდეც ხდებოდა ავარიები. 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე მოხდა „რადიოაქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი გაჟონვა“, მაგრამ „კაგებეს“ ანგარიში მთავრდება ჩვეული ფრაზით: „მიღებულია ზომები პანიკისა და პროვოკაციული ჭორების თავიდან ასაცილებალდ“, - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. 1984 წელს კი ავარია მოხდა მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზე.
ამის გარდა, 1983 წელს „მოსკოვის ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ატომურ სადგურს უსაფრთხოების საშუალებების არარსებობის გამო“, ამასთან, „ავარიის შემთხვევაში რადიოაქტივობა შეფასებული იყო 60-ჯერ ძლიერად, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების აფეთქებისას იყო“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
უწყება ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1986 წლის 8 ივლისს გაიცა დირექტივა, რომელიც ასაიდუმლოებდა ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის დეტალებს, ასევე მიზეზებს, ნგრევის ხასიათს, აფეთქების შედეგად ჰაერში ამოფრქვეული ნივთიერების შემადგენლობას, რადიაციულ მდგომარეობას, სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებსა და დაავადების სტატისტიკას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „კაგებეს“ საიდუმლო ანგარიშზე წარმატებული სპეცოპრაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 1987 წლის ოქტომბერში ქალაქ პრიპიატის ნიადაგისა და წყლის ნიმუშები, რომლის საზღვარგარეთ გატანა ფრანგ ჟურნალისტს ჟან პიერს სურდა, შეიცვალა რადიოაქტიურად სუფთა ნიმუშებით.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















