ინდოეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ
საქართველო, თბილისი - 13:30 | 26.04.2021 ნანახია: 842
ინდოეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 350 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. დედაქალაქ დელიში ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება. პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შტორმის ეპიცენტრში იმყოფება.
კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ, კლინიკებში კი თავისუფალი საწოლები და ჟანგბადის ბალონები აღარ ჰყოფნით, ამიტომ ისინი პაციენტებს ვეღარ იღებენ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მლნ შეადგინა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.
„პირველ ტალღასთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში, მაგრამ ამ ქარიშხალმა ერი შოკში ჩააგდო“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერმა რადიომიმართვაში. დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 495 ჟანგბადის კონცენტრატორი, 120 არაინვაზიური აპარატი და 20 ხელოვნური სუნთქვის ხელის აპარატი გადასცა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ინდოეთს დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ დაეხმაროს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ინდოეთში ჟანგბადის ბალონებსა და მედიკამენტებს გააგზავნის.
შეერთებული შტატები ინდოეთს დახმარებას დაპირდა და ქვეყანაში ჟანგბადის ბალონების, კორონავირუსის ტესტების, მედიკამენტებისა და ინდივიდუალური დაცვის საშულაებების გაგზავნას გეგმავს. პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ინდოეთს სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიონ.
აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა მედიცინის საკითხებში ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ ინდოეთში ვაქცინის დოზებს გაგზავნის და შესაბამის სამსახურებს დაეხმარება ინდოეთში ვაქცინების წარმოების დაწყებაში.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















