რეკორდულად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ინდოეთში

საქართველო, თბილისი - 11:02 | 26.04.2021
ნანახია: 678

ეპიდსიტუაცია უკიდურესად დამძიმდა ინდოეთში. ქვეყანაში რეკორდულად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 349 600 ადამიანი დაინფიცირდა. იუწყება Associated Press-ი.

საერთო ჯამში ინდოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 16,9 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 2 767 პაციენტი.

მედიის ინფორმაციით, ინდოეთის დიდ ქალაქებში კოვიდკლინკები გადავსებულია და პაციენტების მიღებას ვერ ახერხებენ.

შეერთებული შტატები ინდოეთს დახმარებას დაპირდა და ქვეყანაში ჟანგბადის ბალონების, კორონავირუსის ტესტების, მედიკამენტებისა და ინდივიდუალური დაცვის საშულაებების გაგზავნას გეგმავს. პრეზიდენტის მრჩეველმა  უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ინდოეთს სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიონ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე