ბაღდადის კოვიდკლინიკაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 25.04.2021
ნანახია: 721

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, კოვიდინფიცირებულთა კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 82 დაღუპულისა და 110 დაშავებულის შესახებ.

მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი ჟანგბადის ბალონის აფეთქება გახდა. გადარჩენის მიზნით, ცეცხლმოდებული შენობიდან ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ.

ერაყის პრემიერ მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი და ბაღდადის მერი. შესაბამის სამსახურებს კი მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე