ინდონეზიაში იპოვეს დაკარგული წყალქვეშა ხომალდი, ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარია

საქართველო, თბილისი - 16:25 | 25.04.2021
ნანახია: 587

კუნძულ ბალისთან ზღვის ფსკერზე ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ძალების დაკარგული წყალქვეშა ხომალდი იპოვეს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის ხელმძღვანელის იუდო მარგონოს თქმით, ეკიპაჟის 53-ვე წევრი მკვდარია.

23 აპრილს, ქვეყნის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სუბმარინის ბორტზე ჟანგბადის მარაგი ამოიწურა.

წყალქვეშა ნავი KRI Nanggala 21 აპრილს კუნძულ ბალისთან სასწავლო წვრთნების დროს გაუჩინარდა. სუბმარინის საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ფლოტის 18 ხომალდი, პოლიციის ოთხი და სამაშველო სამსახურის სამი გემი. ჯაკარტას დახმარება შესთავაზა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და ავსტრალიამ.

გუშინ, 24 აპრილს, ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა KRI Nanggala 402-ის ჩაძირვის ფაქტი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე