თურქეთი გმობს ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას
საქართველო, თბილისი - 22:05 | 24.04.2021 ნანახია: 884
"თურქეთი უარყოფს და გმობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტის, ჯო ბაიდენის განცხადებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარებას მოჰყვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება "სომხური რადიკალური წრეებისა და ანტითურქული ჯგუფების ზეწოლით მოხდა".
"პოლიტიკური ავანტიურიზმი არის მშვიდობისა და სამართლიანობის ყველაზე დიდი ღალატი. სიტყვები არ შეცვლის ან გადაწერს ისტორიას. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესგან ვისწავლოთ ჩვენი ისტორიის გაკვეთილი. მთლიანად უარვყოფთ ამ განცხადებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პოპულიზმზეა დაყრდნობილი", - წერს თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუმ ტვიტერზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა და დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
ბაიდენის განცხადებით, "ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის დროს დაიღუპა".
"ყოველი წლის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდის დორს დაღუპულებს. 1915 წლის 24 აპრილიდან, ოსმალეთის იმპერიის მიერ სტამბოლში სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებით, დაიწყო სომეხთა განადგურების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონნახევარზე მეტი სომეხი გადაასახლეს ან სიკვიდილით დასაჯეს", - ამბობს ბაიდენი თავის განცხადებაში.
ჯო ბაიდენის თქმით, მისი მიზანი არა ვინმეს დადანაშაულება, არამედ იმაში დარწმუნებაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდება.
ბაიდენის წინამორბედი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაურბოდა ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას თავის განცხადებებში, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ეხებოდა. ბარაკ ობამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ასევე გაურბოდა ამ განსაზღვრებას. 2019 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წლის ტრაგედია დაახასიათა, როგორც სომხების გენოციდი. ამან ანკარის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.
ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.
აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.
1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.
დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.
თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.
ანკარა მოითხოვს ტერმინ "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















