ინდონეზიელმა მაშველებმა გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ფრაგმენტებს მიაკვლიეს

საქართველო, თბილისი - 20:28 | 24.04.2021
ნანახია: 637

საძიებო-სამაშველო ბრიგადებმა რამდენიმე დღის წინ დაკარგული ინდონეზიის წყალქვეშა ხომალდის ფრაგმენტებს მიაგნეს. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგული წყალქვეშა ნავი დაახლოებით, 700-800 მეტრის სიღრმეზე, სავარაუდოდ, ბალის ჩრდილოეთ სანაპიროდან 90 კმ-ის დაშორებით უნდა მდებარეობდეს.

ინდონეზიის შეიარაღებული ძალების შტაბის წარმომადგენლის თქმით, მაშველებმა იპოვეს ტორპედოს დეტალები, სათვალთვალო ხელსაწყოს ზეთის კონტეინერი და ეკიპაჟის წევრების კუთვნილი სამლოცველო  ხალიჩები.

გერმანული წარმოების ინდონეზიის წყალქვეშა ნავი -  KRI Nanggala-402,  ბალის ჩრდილოეთით წვრთნებში მონაწილეობდა. 21 აპრილის შემდეგ ის კავშირზე აღარ გამოვიდა. ბორტზე ეკიპაჟის 53 წევრი იმყოფებოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე